ტრიოლეტი — რვატაეპიანი ლექსი, რომელშიც პირველი ტაეპი სამჯერ მეორდება. VIII ტაეპი იმეორებს მეორეს. ტრიოლეტში რითმა ორი სახისაა: I, III, IV, V, VII ტაეპები ერთ რითმას ატარებენ, II, VI და VIII - მეორეს. რითმული წყობა გრაფიკულად ასეთია: abaaabab. ლექსის ყველა მყარ ფორმათა შორის ტრიოლეტი ყველაზე უფრო შეზღუდული ფორმაა და, ამდენად, უფრო გასართობი პოეზიისთვისაა განკუთვნილი.ტრიოლეტი გავრცელებული იყო შუა საუკუნეების ფრანგულ პოეზიაში.საქართველოში ის XX საუკუნის 10-იან წლებში დაამკვიდრეს ვალერიან გაფრინდაშვილმა, პაოლო იაშვილმა, იოსებ გრიშაშვილმა და ალექსანდრე აბაშელმა.
სოფ.ხორნაბუჯის საჯარო სკოლის 9ბ კლასის მოსწავლეების ნამუშევრები.
***
სოფ.ხორნაბუჯის საჯარო სკოლის 9ბ კლასის მოსწავლეების ნამუშევრები.
***
წლები მირბიან
მარიამ ყველაშვილი
წლები მირბიან დაუნდობლად ლურჯა ცხენივით,
თმებში ჭაღარაც მოიპარა ხარბად, მალულად,
ალბათ, დაჭკნება ეს ცხოვრებაც ნაზი ვარდივით,
წლები მირბიან დაუნდობლად ლურჯა ცხენივით.
მოვალთ, ვიცოცხლებთ და მერე ვდნებით ვითარცა თოვლი
და ამ სიცოცხლის მარდი წლები არ დაბრუნდება.
წლები მირბიან დაუნდობლად ლურჯა ცხენივით,
თმებში ჭაღარაც მოიპარა ხარბად, მალულად.
***
მოვილტვი შენკენ
აქსანა ზოროღლიანი
მოვილტვი შენკენ ვითა მზის სხივი ნათელი,
ვიცქერი ცისკენ და ვფიქრობ: როგორ გავძელი?!
მივდივარ მთისკენ, როგორც არწივი ბრჭყალგრძელი
მოვილტვი შენკენ ვითა მზის სხივი ნათელი.
ბინდია ჩემკენ... უშენოდ ბნელია ცხოვრება მთელი,
მივაღწევ მიზანს, მჯერა რომ მოხვალ და გელი!
მოვილტვი შენკენ ვითა მზის სხივი ნათელი,
ვიცქერი ცისკენ და ვფიქრობ: როგორ გავძელი?!
***
სიყვარული გაზაფხულზე
ანა თითილოკაშვილი
ამ გაზაფხულის ნათელი მზე და ლურჯი ცა,
ახლა ვიგრძენი, რომუშენობა ძლიერ მომბეზრდა...
კვლავ მარტის წვიმის და ჩემი ცრემლის გუბე დგას
ამ გაზაფხულის ნათელი მზე და ლურჯი ცა.
სიგიჟემ მარტის თეთრად დაფარა მწვერვალი, მთა
შემომერია ჭაღარა, ჩემი შენდამი სიყვარულიც მობერდა.
ამ გაზაფხულის ნათელი მზე და ლურჯი ცა,
ახლა ვიგრძენი, რომუშენობა ძლიერ მომბეზრდა...
***
ნათია ბურდული
ყველაფერი ძველი ჩაბარდა წარსულს...
ყველა შემოდგომა უკვალოდ მიილია...
დარჩა მარტოობის მძიმე აღსასრული...
განჩენსაც თვითონ გამოიტან.
ყველა შემოდგომა უკვალოდ მიილია...
სიყვარული სევდად გადაიქცა...
ყველაფერი ძველი ჩაბარდა წარსულს...
ყველა შემოდგომა უკვალოდ მიილია...
გაზაფხული უშენოდ
ნინო ბუაძე
თავს მაღლა ვწევ და მივდივარ უსიტყვოდ
ცას რა უნდა? ბურთებს ისვრის უსიტყვოდ...
ვის უნახავს კარგი კაცი უმტეროდ?!
თავს მაღლა ვწევ და მივდივარ უსიტყვოდ...
ცისარტყელა ჩნდება, მაგრამ უფეროდ...
მე რად მინდა გაზაფხული უშენოდ?!
თავს მაღლა ვწევ და მივდივარ უსიტყვოდ
ცას რა უნდა? ბურთებს ისვრის უსიტყვოდ...
***
ჯარისკაცი
ნინო გურაშვილი
ჯარისკაცი მიდიოდა ომში,
დედის სევდა გაიფანტა დროში...
გმირის იყო ნაკვალევი თოვლში
ჯარისკაცი მიდიოდა ომში...
მეომრები არ დაინდო ტყვიამ,
დაჭრილები აქა-იქა ყრია...
ჯარისკაცი მიდიოდა ომში,
დედის სევდა გაიფანტა დროში...
***
შემოდგომა
ელენე აფციაური
შემოდგომის საღამოა მშვიდი,
მე კი ისევ ძველებურად ვიცდი...
არ მასვენებს შენზე მწარე ფიქრი
შემოდგომის საღამოა მშვიდი...
მზის ნატელის მომეპარა სხივი
მერცხალივით რატომ გამიფრინდი?
შემოდგომის საღამოა მშვიდი,
მე კი ისევ ძველებურად ვიცდი...
***
ეს არ არის ტრიოლეტი, მაგრამ მაინც დავდე
თორნიკე აფციაური
თოვლი მოვიდა... დიდი თოვლი მოვიდა გუშინ.
გადაათეთრა ჩემი ეზო თოვლმა მთლიანად...
არ ვიდარდებდი თოვლის მოსვლას არც ერთი წუთით,
ბუჩქის ქვეშ გუშინ ყვავილები რომ არ მენახა...
იქნებ არცა ღირს ენძელების დარდით რომ ვკვდები?!
იქნებ არც სცივათ და არ დარდობენ თოვლის სიმძიმეს?!
იქნებ სძინავთ და თოვლის თბილი საბნით ჩამთბარებს
გაზაფხულის დღე ესიზმრებათ და ეღიმებათ?!
Комментариев нет:
Отправить комментарий